ჯეიმს ბოლდუინის ბრწყინვალე სამწერლო შესაძლებლობების ერთ-ერთი დასტურია მისი სადებიუტო რომანი „ადი მთაზე სახარებლად“. სიუჟეტი ჯონ გრაიმსის ბავშვობასა და მის ოჯახზე გვიყვება. ჯონი მამის, გაბრიელის მსგავსად მქადაგებელი უნდა გახდეს. ამ უკანასკნელის მიმართ კი, რომლის ფანატიზმსაც ოჯახისთვის ძალადობის გარდა არაფერი მოუტანია, ჯონის სიძულვილი იმდენად ძლიერია, რომ მტკიცედ განუზრახავს თავისი ცხოვრება სხვაგვარად წარმართოს. მწერალი წიგნის საწვავად საკუთარი ბავშვობის მოგონებებსა და განცდებს იყენებს. როგორც ამბობდა, უნდოდა გარკვეულიყო იმაში, რამაც ყველაზე მეტად დააზიანა და აქ მამამისი იგულისხმება.
ნაწარმოები იმდენად მძაფრად აღწერს მთავარი პერსონაჟის ემოციებსა და ვნებებს, რომ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რას განიცდიდა ახალგაზრდა ბოლდუინი.
Enyoy your eBooks either on your Smartphone, Tablet or Desktop.